კახეთის თვალი – ყვარელი საქართველოს უკიდურეს აღმოსავლეთშია გაფენილი მდინარე ალაზნის მარცხენა მხარეს. რაიონის ფართობი 1000კვ კილომეტრია. მთელი ტერიტორიის ნახევარზე ცოტა მეტი მთიანია, დანარჩენი - დაბლობი.
რაიონის მოსახლეობა 40663 კაცია. ძირითადი მოსახლეობა ქართველია, დანარჩენი - ავარელები, სომხები, ოსები და სხვა ეროვნებები
რაიონში ოცი სოფელია – შილდა, ახალსოფელი, გავაზი, ჭიკაანი, ენისელი, გრემი, საბუე, თივი, მთისძირი, ბალღოჯიანი, სარუსო, თხილისწყარო, გრძელჭალა, შაქრიანი, კუჭატანი, წიწკანაათსერი, ოქტომბერი, სანავარდო, ალმატი, ჩანთლისყურე. ყვარლის წარმოშობაზე რამდენიმე ლეგენდა არსებობს, ერთ-ერთის მიხედვით მეფე დურუჯის ჭალებში ნადირობდა, მას ძალზე მოსწონებია ეს ადგილები და უთქვამს: რა საყვარელი ადგილია, აქ სოფელი უნდა გაშენდესო. გაშენდა სოფელი და დაერქვა ყვარელი.
ქალაქი შესასვლელით იწყება მდინარე ბურსისა და დურუჯის გადაკვეთაზე. სწორედ ყვარლის კართან ერთდებიან და სათავეს უდებენ გამზირს, რომელიც ილიას სახელს ატარებს.
ყვარელში ყველაფერი ილიათი სუნთქავს. ყველაზე დიდი – პირველი საშუალო სკოლა მისი სახელობისაა. აქ არის კულტურისა და დასვენების ადგილი – ილიას გორა, საიდანაც მთელ ქალაქს გადმოჰყურებს მწერლის მონუმენტური ძეგლი, არის მისი სახელობის მოედანი, სახელმწიფო მუზეუმი, ჭავჭავაძიაანთ კარის ეკლესია.
ქალაქის ჩრდილო – აღმოსავლეთით გორაზე შენდება კულტურისა და დასვენების პარკი. დაირგო მარადმწვანე ხეები, აშენდა მთავრობის დანიშნულების იუსტიციის სკოლა, სადაც მიმდინარეობს ლექციები, სემინარები და გადამზადება იუსტიციის მუშაკთათვის. გორის ძირიდან მის თავამდე გათვალისწინებულია საბაგირო გზის გაყვანა.
1968 წლის 2 მაისს საზეიმოდ გაიხსნა დიდი ილიას თერთმეტრიანი ბრინჯაოს მონუმენტი. ყვარლელთა დიდი სურვილია გორის კომპლექსი მუდამ თვალსაჩინოდ იყოს მოვლილი და განახლებული. პროექტები საინტერესოა, განხორციელებაც შორს აღარ არის.
გამზირი რომელსაც დიდი ილიას სახელი ჰქვია, ქალაქის შესასვლელიდან იწყება და დურუჯის ხეობამდე გრძელდება. შემოსასვლელს ეგებება ბარელიეფი, რომელიც მადლიერმა შთამომავლობამ აუგო სათაყვანებელ მამულიშვილს, გრძელდება ქუჩა, მიდის ზევით და ზევით. გამზირი ქალაქის გულია. აქვეა სკოლის ტიპიური შენობა – პირველი საშუალო სკოლა, წმინდა ილია მართლის სახელობის გიმნაზია, II საშუალო სკოლა.
გამზირი შუაზე ჭრის ქალაქს. მის ორივე მხერეს მრადმწვანე ხეები ამშვენებს. მკვიდრ ყვარლელთა ძველი, კახური, ლამაზაივნიანი სახლები სასიამოვნო სანახავია. აქვეა ყვარელში დაბადებული კოტე მარჯანიშვილის სახლ – მუზეუმი.
ყვარლის შუაგულში ცენტი ასე გამოიყურება: ყვარლის მუნიციპალიტეტი, იუსტიციის სახლი, მილიცის სახლი და ძველი აღმასკომის შენობა.
აქვეა ადგილი, რომელსაც ძველად კიროვის ბაღი ერქვა. სულ ცოტა ხნის წინ მოუვლელი და გამოიყენებელი იყო, დღეს ის წალკოტადქცეულ ტერიტორიად არის ნაქცევი. საღამოობით ყველა ასაკის ადამიანს ნახავთ – სასეირნოდ გამოყვანილ ბავშვებიდან დაწყებული, მათი ბებია – პაპებით დამთავრებული. ახალგაზრდობა ხომ – თავისთავად.
საკმაოდ გრძელი გამზირი დურუჯის ხეობასთან მთარდება, დამბების ძირში, ეს ის დამბებია, ილიას ინიციატივით რომ აიგო საუკუნის დასაწყისში დურუჯის ღვარცოფისგან ყვარლის დასაცავად. მდინარეზე აიგო დამბები, რომელსაც ყვარლელები იალიას დამბებს უწოდებენ.
ამჟამად დამბები ასე გამოიყურება
Комментариев нет:
Отправить комментарий