вторник, 5 ноября 2013 г.

ბუნებრივი რესურსები


   ,,ზღვებიყვარელში ერთი, ორი კი არა სამია. ყვარლის ანუ ,,ჩალის ზღვა” – ყველაზე ,,ხანდაზმულიაქაურ ზღვებს შორის. ყვარლის ზღვა კავკასიონის სამხრეთით კალთების გორების შემოსაზღვრულ ბუნებრივ ტაფობში შეიქმნა, სადაც მანამდე გაუვალი ჭაობი იყო. მისი სიგრძე 1200 მეტრია, სიგანე 300 მეტრი, ფართობი – 36 ჰექტარი

 ზღვა მდინარეებისბურსისა და ჩაგურგურას წყლით იკვებება. ზღვა გარშემო ადგილებზე 200 მეტრით მაღლა მდებარეობს. ამიტომ აქ ყოველთვის სასიამოვნო სიგრილე, სუფთა ჰაერი და ანკარა წყალია. აქ 1,5 მეგავატიანი ელექტორსადგურია აგებული, საიდანაც უწყვეტად ელექტოენერგიას იღებს ახლომახლო სოფლებისა და ქალაქ ყვარლის მოსახლეობის ნაწილი. ამ ჰესს ,,ჩალაჰესიჰქვია.








     ეს კი დურუჯის ,,ზღვაადღეს მას ,,ილიას ტბასუწოდებენ. მისი ისტორია ერთ ცნობილ ანდაზას - ,,გაჭირვება მიჩვენე და გაქცევას გიჩვენებო”- მიესადაგება. მის სიახლოვეს ცნობილი ქინძმარაულის ზვრებია გადაჭიმული. ყოველ ზაფხულს ჩამოდგებოდა სიცხე და გაუჭირდებოდა შვილივით ნაზარდ ვაზს. საბედნიეროდ ნიჭიერი ადამიანებით ჩვენი ქვეყანა არასოდეს ყოფილა დაცოტავებული, მოუფიქრებია ვიღაცას დურუჯს წყალი წავართვათ, ხელოვნური წყალსაცავი გავუკეთოთ და პრობლემაც გადაიჭრებაო.
    მოიძებნა მდინარესთან ახლოს დიდი ყურელაფნიანი. გაწმინდეს ველური მცენარეებისაგან ტერიტორია, მოთხარეს, გააფართოვეს და მიუშვეს დურუჯის წყალი. . .
    დღეს ტბის სიგრძე 800, სიგანე კი – 400 მერია. მოცულობა კი 32 ჰექტარია. საბოლოო ანგარიშით წყალსაცავმა გადაწყვიტა რაიონის მოსახლეობის ნაკვეთების სარწყავი წყლით მომარაგების პრობლემა. დღეს ტერიტორია კულტურულად არის მოწყობილი სპორტული მოედნებით, ველოსარბენი ბილიკებით, სასადილოებით და რესტორნებით. ტბის თავზე ღამით კიაფობს წარწერა ,,მე მიყვარს კახეთი”. სტუმართათვის აშენებულია სასტუმრო, ხორციელდება ტურისტთა მიღების პროექტი.










   მესამე ზღვა არის ზღვა სოფელ ოქტომბერთან, მდინარე ავანისხევის ხარჯზე შეიქმნა და ახლომახლო სოფლების ვენახებისა და სხვა სავარგულების მორწყვას ემსახურება. ამ წყლის აუზის ტევადობა 1,2 მლნ კუბური მეტრია.








     ყვარელს თავისი კურორტებიც აქვს. მას ,,ყვარელიჰქვია. ზღვის დონიდან 420 მეტრ სიმაღლეზე მდებარე კურორტი ადგილობრივი მნიშვნელობისაა, მაგრამ აქ საკმაოდ ხშირად შეხვდებოდით შორიდან ჩამოსულ დამსვენებლებსაც.
     ,,ყვარელიბალნეოლოგიური კურორტია. მაგრამ დღეისათვის დანგრეულია და განადგურებული. მის აღორძინებას სოლიდური ინვესტიციები სჭირდება. ამ ბუნებრივი მინერალური წყლებით წარმატებით მკურნალობდნენ ბევრ დაავადებასქრონიკულ ართრიტებს, სხვადასხვა წარმოშობის ართროზებს, ოსტეოქონდროზებს, ჰიპარტონიას და ..










    მიმდინარე წლის 10 ოქტომბერს შილდაში გაიხსნა ახალი ჰიდროელექტროსადგური, რომლის სიმძლავრე 5 მეგავატია. გათვალისწინებულია სიმძლავრის 12 მეგავატამდე გაზრდა. სოფ. შილდის მდ. ჩელთზე აგებული ელექტროსადგური, მომსახურებას გაუწევს ენისლის, გრემის და სოფ. შილდის მოსახლეობას.
















     მეურნეობის დარგებიდან ყვარელში განვითარებულია მევენახეობა, მიწათმოქმედება, მესაქონლეობა.
     ქართველი გლეხი მთელი თავისი სიცოცხლის მანძილზე მიბმულია თავის ვენახს. მსოფლიო სუფრებს ამშვენებს აქაური ღვინოები - ,,ქინძმარაული”,  ,,ალაზნის ველი”,  ,,შილდა”,  საფერავისა და რქაწითელას სხვა ღვინოები. უღვინოდ ვინ თქვა ნიშნობა და ქორწილი, დატირება ან დაბადება. ღვინოსთან ასოცირდება ჩვენი წყენა, ლხენა, გამარჯვება, მკერდდალეწილი გმირთა გახსენება. ვაზის მოვლა და ღვინის დამზადება ჩვენი რაიონის ეკონომიკის ქვაკუთხედია.
    ამიტომაც გადაწყვიტა ყოფილმა პრეზიდენტმა . სააკაშვილმა ყვარელში ღვინის დამზადების ცენტრის გახსნა.


















Комментариев нет:

Отправить комментарий