вторник, 5 ноября 2013 г.

ყვარლის ეგზოტიკა



     განსაკუთრებით მდიდარია ყვარელი ბუნებრივი წყაროებით:
 ნეკრესის ჭალა

ფატმასურის წყაროგადმოდის კლდიდან. არის ძალზე სუფთა და გემრიელი. ინარჩუნებს
                      ბუნებრივ სიგრილეს.
უკუღმა წყარონეკრესის ჭალაშია. ეს წყარო ჩრდილოეთისაკენ მიედინება, შემდეგ დასა-
                 ვლეთისაკენ უხვევს და კუს წყაროში ჩადის. ამიტომაც ჰქვია ეს სახელი.
დედოფლის წყარონეკრესის ჭალაშია, გადმოცემის მიხედვით ამ წყაროსთან დასვენება
                     უყვარდა ლევან მეფის მეუღლესთინათინს და წყაროს სახელწოდ-
                     ებაც აქედან მოდის.
კუს წყაროყვარელ თელავის გზატკეცილიდან 4-5 კილომეტრზე მდებარეობს. კუს წყარო
              ჰქვია იმიტომ, რომ ამ მიდამოებში ერთი მკურნალი დედაკაცი აგროვებდა კუს
             კვერცხებს და საკმაოდ წარმატებით იყენებდა სიმსივნეების სამკურნალოდ.
მიმინოს წყაროყვარლიდან სამიოდე კილომეტრის დაშორებით არის წყარო, რომელსაც
                  ,,მიმინოს წყაროჰქვია.
     ლეგენდის მიხედვით ამ ადგილებშიდოლოჭოპის ტყეში კახეთის ერთერთი უფლისწული ნადირობდა. მას ხელზე გაწვრთნილი მიმინო ესვა. უფლისწულს წყალი მოსწყურდა და მისთვის ამ მდინარის წყლით ავსებული თასი მიუწოდებიათ. ისის იყო უნდა დასწაფებოდა წყალს, რომ მიმინოს ფრთა გაუკრავს თასისთვის და წყალი დაუღვრია. სასმისი ხელმეორედ შეავსეს, მაგრამ ფრინველმა იგივე გაიმეორა. გაბრაზებულმა უფლისწულმა მიმინო ისრით განგმირა. როდესაც უფლისწულს წყლით სავსე თასი კიდევ მიაწოდეს, ვეზირის რჩევით ის ძაღლს დაალევინეს და ცხოველი იქვე მოკვდა. უფლისწულის თანმხლებლებმა წყაროს სათავე დაათვალიერეს და ნახეს, რომ იქ ვებერთელა გველი იწვა და შხამს ანთხევდა.
    უფლისწულმა ბრძანა, სათავე დაეხურათ და კარგახანს სანამ დაიწმინდებოდა, წყალს არავინ მიჰკარებია. მიმინოს კი . . .  იქვე სამარე გაუთხარე და დამარხეს. წყაროს მას მერე მიმინოს წყარო ეწოდა.



ქვა








      ეს ქვა ბუნების საოცრება და ყვარლის ერთერთი ღირსშესანიშნავობაა. ის დურუჯმა ჩამოიტანა თავისი ერთერთი გაშმაგების დროს. ქვის დაახლოებით ერთერთი იმხელა ნაწილი, რასაც თქვენ სურათზე ხედავთ მიწაშია ჩაფლული, მისი წონა 160 ტონაა.
     ქვას ზევით თუ ავიყვებით კლდიდან გადმოდის წყარო, რომელსაც ვეძავის წყალს ეძახიან. წყალი სამკურნალოა კუჭნაწლავის დაავადებისათვის.

Комментариев нет:

Отправить комментарий