ჩვენს მიერ ჩატრებული კვლევისას გამოიკვეთა, რომ ყვარელს შესანიშნავი პერსპექტივა გააჩნია ჰიდროენერგიის, ბიოენერგიის და ჰელიოენერგიის თვალსაზრისით. შესაძლებელია გამოყენებული იქნას ბიოგაზის ენერგია, თუ კი განვითარდება ბიოენერგეტიკა.
ასევე ჰელიოენერგია, მზის ენერგიის გამოყენებით, რომელიც უხვადაა ყვარელში.
მაგრამ ამ ყველაფერთან ერთად სააჭირო ყურადღებას ითხოვს სოფ. კუჭატნის მოსახლეობა. უკანასკნელი ორი წლის მანძილზე ბევრი რამ გაკეთდა სოციალურ – ეკონომიური თვალსაზრისით, დაიგო შემოსასვლელ ქუჩაზე ასფალტი, რომელიც ცენტრთან აკავშირებს კუჭატანს, გარემონტდა სკოლა, მოეწყო ახალგაზრდობისათვის სტადიონი, შემოიყვანეს წყალი, გაზი, მაგრამ კიდევ ბევრია გასაკეთებელი. ყვარლის რაიონიდან მოსულ მასწავლებლებს ტალახში, წუმპეში და გუბურებში უხდებათ სიარული სკოლამდე მისასვლელად. არ არის რაიონიდან ჩამოსული მასწავლებლებისათვის რეგულალურად მომუშავე ტრანსპორტი. მასწავლებლებს უხდებათ ქარში, წვიმაში, ყინვაში 3 კილომეტრი მანძილის დაფარვა ცენტრამდე – სანავარდომდე წასასვლელად.
თემის აგების დროს გამოყენებული ცოდნა
თემა ეფუძნება სასკოლო დისციპლინებში (ისტორია, გეოგრაფია, ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია) მიღებულ ცოდნას, ინფორმაციის მოძიებას, ჰიდრო, ჰელიო, გეოთერმულ და ბიო ენერგიათა მოქმედებისა და გამოყენების შესწავლის, ხელმძღვანელ მუშაკებთან კავშირის დამყარებას, საჭირო კონსულტაციებისა და რეკომენდაციების მიღებას.
უნუკალური ბუნებრივი გარემო, ყვარლის სილამაზე, კულტურული ლანდშაფტი, მოხერხებული კლიმატი, მრავალფეროვანი ადგილობრივი რესურსი: ჰიდრო, ბიო, ჰელიო, გეოთრმული და სამკურნალო წყლები ზღვები და ტბები, იზიდავს სხვადასხა კუთხიდან ტურისტებს, ტურიზმის განვითარება კი არამარტო ჩვენი რაიონის, მთელი საქართველოს სოციალურ – ეკონომიკური განვითარების საფუძველია.
გამოყენებული ლიტერატურა
1. ეროვნული და საერტაშორისო სასწავლო ოლიმპიადები
გუნდური – ინტეგრირებული პროექტების კრებული გამოცემა 2007წ.
2. თქვენი ვარ შვილი ავტ. ვ. ზურაშვილი
3. ლ. მნათობიშვილი Xკლ. ფიზიკის სახელმძღვანელო
4. გ. გედენიძე – Xკლ. ფიზიკის სახელმძღვანელო
5. Куприн М.Я. - физика в сэлъском
хозяиცтве.
6. ეკონომიკური პალიტრა 14 – 20 აპრილი 2008 წ. გვ. 26
7. რაიონის რესურსები:
პირადი კონსულტაციები მშენებელ ხელმძღვანელებთან
სკოლის მაცხოვრებლებთან.
Комментариев нет:
Отправить комментарий