вторник, 5 ноября 2013 г.

ისტორიული და ეთნოგრაფიული თავისებურებები



     ილიას მუზეუმის გვერდით ჭავჭავაძიანთ კარის ეკლესიაა, წმ. იოანე ნათლისმცემლის სახელობისა. ტაძარი 1980 წელს დაღისტანის გუბერნატორს ნიკოლოზ ჭავჭავაძეს აუგია.
     ყვარელს სადაც მრავალი საგვარეულო კარის ეკლესიაა, სამრევლო ტაძარი არ ჰქონდა. ხალხმა გადაწყვიტა შენაწირების საშუალებით აეგო ამგვარი ტაძარი. აშენდა სამრევლო ტაძარი, გარემონტდა. დღეისათვის შემკულია ჭაღითა და ხატებით.













    გრემი წყლის მდინარე ლოპოტიდან გამოყვანილი არხის მეშვეობით მარაგდებოდა. პატარა არხით მოსახლეობას სასმელი წყალი მიეწოდებოდა, დილით კი ქალაქის მიდამოები ირწყვებოდა.
    მთავარანგელოზის ქვედა და ზედა ნაწილში დგას ეკლესია, რომელსაც საყარაულოს ეძახიან. ეს ეკლესია მტრისაგან შესაძლო საფრთხის გამო კოშკად გადაუკეთებიათ და საყარაულო პუნქტად უქცევიათ. ჟამთა სიავეს გადარჩენილ ნაგებობებს სათანადოდ უვლით, შევინარჩუნებთ და დავუტოვებთ შთამომავლობას.









     ყვარლიდან 8 კილომეტრის დაშორებით სოფ. შილდის მახლობლად, შუა კავკასიონის ქედის ლამაზად შეკეცილი კალთების ერთ წამოწვდილ გორაკზე, საოცარი ბუნებრივი შხამების ტყეში ამოზრდილია არქიტექტორულ ნაგებობათა მთელი ჯგუფი. ეს არის ნეკრესიისტორიული ქალაქი ყვარლის რაიონში, სადაც მოღვაწეობდა წმინდა აბიბოს ნეკრესელი. ნეკრესი ისტორიული წყაროების მიხედვით დაუარსებია მეფე ფარნაჯომს, იმ ადგილზე ეკლესიის აშენება კი მიეწერება თრდატ მეფეს ახალი წელთაღრიცხვის IV საუკუნეში
    თავისი არქიტექტურული იერსახით და სიძველით ყვარლის რაიონში ძალზე მნიშვნელოვანია ღვთისმშობლის მიძინების ეკლესია ახალსოფლის პირველი უბნის ჩრდილოეთით. სპეციალურ ლიტერატურაში, ის ძველი გავაზის სახელწოდებით არის ცნობილი და დათარიღებულია V-VI საუკუნეებით. ეს ნაგებობა არქიტექტურის ისტორიაში შესულია, როგორც უნიკალური ძეგლი. ტაძარს შესასვლელები დატანებული აქვს დასავლეთსა და სამხრეთის მხარეს.









   შილდა ერთერთი დიდი სოფელია ყვარლის რაიონში ფართობის  და მოსახლეობის რაოდენობის მხრივ. სოფლის ულამაზეს განშტოებაზეა განფენილი უნიკალური ძეგლინეკრესის ხუროთმოძღვრული ანსამბლია.
     დღეისათვის სოფლის ტერიტორიაზე დაახლოებით ექვსი ათეული მეტნაკლებად მნიშვნელოვანი ძეგლი თუ ნაგებობაა. მათგან აღსანიშნავია: მარიამ ღვთისმშობლის სამნავიანი ბაზილიკა, ღვითსმშობლის სამრეკლო, აღნიაანთ ციხე, უტურაანთ ციხე, კოლაანთ ციხე, შუაგორის ციხე, ზეგანის დედაღვთისმშობელი, საბრძოლო კოშკი, გლახაანთ ციხე, ბუგრიას ციხე, შილდის ციხესიმაგრე, ღვთაება, ასევე პატარა და დიდი ზომის ეკლესიები.
     შილდიდან 4-5 კილომეტრზე ხშირ ტყეში, მცირე შემაღლებაზე შემონახულია IX საუკუნის ,,ღვისმშობლისნანგრევები, რომელსაც ,,ბარცანასყველაწმინდას უწოდებენ.
     შილდას აქვს თავისი დაბადების, ლეგენდებითა და სინამდვილით შერწყმული ისტორია.








      ყვარელში შემონახულია და კვლავაც მტკიცედ დგას XVI – XVIII საუკუნეების ციხესიმაგრეყვარლის ციხე. ციხე ნაგებია რიყის ქვით, აქა იქ აგურიც არის გამოყენებული. კოშკს მხატვრული მორთულობანი არა აქვს. მხოლოდ შესასვლელების თავზე აგურის წყობით გამოყვანილია რომბები და ჯვრები.









    ენისელი აღდგომის ეკლესია










ყვარლის დუბის ღვთისმშობლის ეკლესია






Комментариев нет:

Отправить комментарий